Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებმუხლი 9

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 8 ივნ. 2016

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2016.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
თემები:სკოლის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა.

2.ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება.

3.2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

4.ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ.

5.დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.

6.ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს უმაღლესი პედაგოგიური ან შესაბამისი უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე კადრებით.

7.სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/ მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლებით, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ინსტრუქტორებით, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

8.2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან ლიცენზირებულად და უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ სალიცენზიო პირობებს: ა) სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს; ბ) დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 3 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება; გ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ 2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 3 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით; დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1107 - სსმ I, №6 ,26.03.2009 წ., მუხ.21 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4043- სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.450 საქართველოს 2011 წლის 3 მაისის კანონი №4569 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2316 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. 2. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება. 3. 2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ. 5. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ. 6. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს უმაღლესი პედაგოგიური ან შესაბამისი უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე კადრებით. 7. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/ მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლებით, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ინსტრუქტორებით, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 8. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან ლიცენზირებულად და უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ სალიცენზიო პირობებს: ა) სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს; ბ) დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 3 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება; გ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ 2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 3 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით; დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1107 - სსმ I, №6 ,26.03.2009 წ., მუხ.21 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4043- სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.450 საქართველოს 2011 წლის 3 მაისის კანონი №4569 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2316 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 13 მაი. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
  2. 13 მაი. 2014
  3. 18 მაი. 2011
  4. 24 დეკ. 2010
  5. 26 მარ. 2009
  6. 7 მაი. 2007· გამოქვეყნდა 23 აპრ. 2007
  7. 31 მარ. 2006
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კერძო სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 8 ივნ. 2016 · №10

  • 7 ცვლილება · ბოლო 17 ივნ. 2016
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 9გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
  • 1კანონის რეგულირების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსი
  • 40ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 7გარდამავალი დებულება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 32კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 39გარდამავალი დებულებები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებები

ზოგადი განათლების შესახებ

  • 58ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა
  • 55სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 88უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
738403558558832699128399
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღმზრდელო საქმიანობი…სააღმზრდელო საქმიანობი…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს განათლების…განათლების ხარისხის გა…პროფესიული განათლების …