სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 8 ივნ. 2016

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილინინო ლიპარტიასალომე ოსეფაშვილი

1.ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) (ამოღებულია – 27.12 . 2012, №5650) ; ბ) სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 5 1 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს; გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს პედაგოგიური პერსონალის თაობაზე უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს; დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს; ე) შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით.

2.ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

2¹.(ამოღებულია).

3.სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს − აგრეთვე თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.

4.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.

5.(ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47,05.08.2010 წ., მუხ.303 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) (ამოღებულია – 27.12 . 2012, №5650) ; ბ) სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 5 1 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს; გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს პედაგოგიური პერსონალის თაობაზე უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს; დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს; ე) შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით. 2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. 2 1 . (ამოღებულია). 3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს − აგრეთვე თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს. 4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით. 5. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47,05.08.2010 წ., მუხ.303 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 26 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 იან. 2012
  2. · გამოქვეყნდა 5 აგვ. 2010

    მე-3 პუნქტში მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესვენების, ფიზიკური განვითარების, ორიენტაციისა და გადაადგილების პირობების მოთხოვნა ახლა მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებასა და აღსაზრდელებს ეხება, მოსწავლეები და სტუდენტები ტექსტიდან ამოღებულია. მე-4 პუნქტში ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებიდან ამოღებულია სიტყვები „საგანმანათლებლო ან / და“.

  3. · გამოქვეყნდა 23 აპრ. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶14⁸14¹⁰59385¹9415671220165
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…სააღმზრდელო საქმიანობი…სააღმზრდელო საქმიანობი…კერძო დაცვითი საქმიანო…ნებაყოფლობითი კერძო პე…ენერგეტიკისა და წყალმო…