„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო
1. (ამოღებულია) .
2. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15 , 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47 , 05.08.2010 წ., მუხ.303 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
