სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 7. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზიის გამცემი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.

2.ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემისას ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე გაზარდოს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი.

3.სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ლიცენზიის გამცემის უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

4.ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სააღმზრდელო საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს. ფილიალს სააღმზრდელო საქმიანობის განსახორციელებლად ცალკე ლიცენზია არ სჭირდება, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არ აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიცენზიის გამცემი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად. 2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემისას ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე გაზარდოს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი. 3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ლიცენზიის გამცემის უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სააღმზრდელო საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს. ფილიალს სააღმზრდელო საქმიანობის განსახორციელებლად ცალკე ლიცენზია არ სჭირდება, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არ აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 17 ივნ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24192²14⁸1016382227¹44567
მნიშვნელობით ახლოსსააღმზრდელო საქმიანობი…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა