მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

მუხლი 7. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებანი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით საბჭო: ა) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; ბ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებისაკენ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ; გ) შესაბამის სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების განხორციელების საკითხებზე; დ) განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს; ე) საქართველოს მთავრობას მიმართავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების წინადადებით; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აგრეთვე ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
555¹85³81069518481197
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაღალმთიანი რეგიონების…სოფლის მეურნეობისა და …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ტყის კოდექ…მეცნიერების, ტექნოლოგი…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა