Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებმუხლი 9

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

მუხლი 9. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს მთავრობამ: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცება; ა.ბ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და შეჩერების წესის დამტკიცება; გ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება; დ) 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად შესაბამისი დადგენილების მიღება.

2.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ა.ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს  მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამართლის იურიდიულ პირში – სამედიცინო დაწესებულებაში, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის მიცემის თაობაზე შესაბამისი წინადადების მომზადება.

3.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან/და მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, 2016–2017 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სათანადო სამართლებრივი აქტების/სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, ხოლო 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათის გასაცემად სათანადო ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა)  მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება; ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული რეესტრის შექმნა.

5.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის 20 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის განსაზღვრისათვის შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

6.ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მიღება არ არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახის – საარსებო შემწეობის – გაუქმების საფუძველი და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს მთავრობამ: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცება; ა.ბ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და შეჩერების წესის დამტკიცება; გ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება; დ) 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად შესაბამისი დადგენილების მიღება. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ა.ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს  მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამართლის იურიდიულ პირში – სამედიცინო დაწესებულებაში, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის მიცემის თაობაზე შესაბამისი წინადადების მომზადება. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან/და მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, 2016–2017 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სათანადო სამართლებრივი აქტების/სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, ხოლო 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათის გასაცემად სათანადო ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა)  მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება; ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული რეესტრის შექმნა. 5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის 20 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის განსაზღვრისათვის შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 6. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მიღება არ არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახის – საარსებო შემწეობის – გაუქმების საფუძველი და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №11

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 3ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა
  • 8მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი
  • 7მთის განვითარების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებანი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 63—

სპორტის შესახებ

  • 19უმაღლესი მიღწევების სპორტი, მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 21კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 153კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 46ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 32კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
632119324615153173487379
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაღალმთიანი რეგიონების…შრომითი მიგრაციის შესა…შეზღუდული შესაძლებლობი…სამედიცინო-სოციალური ე…სპორტის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025