სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

მუხლი 11. საბჭო

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დადგენილებით ქმნის საბჭოს. საბჭოს თავმჯდომარეა მმართველი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2.საბჭო: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფისთვის; ბ) კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიშის მომზადებას; გ) აკონტროლებს შესაბამის უწყებათა მიერ მონაცემების შეგროვებას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვას; დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების გასაუმჯობესებლად ქმნის საბჭოს და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ფორმატს; ე) საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროების შემთხვევაში ქმნის დროებით თემატურ სამუშაო ჯგუფებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2028 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
523²23⁴76583851596511
მნიშვნელობით ახლოსსოფლის მეურნეობისა და …საჯარო შესყიდვების შეს…მაღალმთიანი რეგიონების…სახელმწიფო შესყიდვების…ოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა