მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

მუხლი 6. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი კოლეგიური სათათბირო ორგანო. საბჭოს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მაღალმთიანი რეგიონების ცალკეული წარმომადგენლები: შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 129-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3.საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერების, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 129-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატების შეყვანის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა.

4.საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1252 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3455 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №80 – ვებგვერდი, 27.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1256 - ვებგვერდი, 29.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 და მე-3 პუნქტებში საბჭოს წევრ სახელმწიფო რწმუნებულთა აღწერიდან ამოღებულია „გუბერნატორები“; მე-3 პუნქტის ფორმულირება შესაბამისად შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
298 (და…7323³129107981912514163111296
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …მაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს კონსტიტუცი…სოფლის მეურნეობისა და …ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა