ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

1¹.იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

2.(ამოღებულია - 07.12.2017, №1631).

3.იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, აგრეთვე ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.

4.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დააფუძნოს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3744 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.384 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1631 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3825 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №83 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-557-532-20162017-01-3038სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ შეაფასა სასამართლომ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ახალი დირექტორის არჩევისას?

    დავა ეხებოდა საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ორი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი დირექტორის არჩევისას შრომითი ურთიერთობა შეწყდა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. სასამართლოს განმარტებით, საქმის გარემოებებსა და გამოყენებულ საკანონმდებლო რედაქციაში შეწყვეტის ეს საფუძველი არ წარმოშობდა მოთხოვნილი კომპენსაციების გადახდის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ბს-340-324(კ-06)2006-09-2646ადმინისტრაციული
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელოვნებო სკოლის დირექტორის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ სახელოვნებო სკოლის დირექტორის გათავისუფლებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელოვნებო განათლების საფეხურის არსებობა თავისთავად არ აქცევს სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად. სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი რედაქციით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის დირექტორთა გათავისუფლების წესი ამ სკოლაზე არ ვრცელდებოდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №ას-918-20212021-11-0322სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    რა მოთხოვნები ვრცელდება არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე?

    დავა შეეხებოდა კონკურსის კომისიების ოქმებისა და დირექტორის დანიშვნის შესახებ მერის ბრძანების ბათილობას, აგრეთვე მოსარჩელის კონკურსის გამარჯვებულად აღიარებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი უნდა წარიმართოს მართლზომიერად, ობიექტურად, მიუკერძოებლად და თანასწორობის დაცვით, ხოლო სასამართლო არ ანაცვლებს კომისიის შეფასებას. სასამართლომ ფარულად მოპოვებული აუდიოჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით კონკურსანტთა არათანაბარი მოპყრობა ან პროცედურული დარღვევა დადასტურებულად არ ჩათვალა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-141-132(კ-07)2007-04-2522ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

    მოსარჩელე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ ბრძანების ბათილობა უცვლელად დატოვა და მოსარჩელე მოვალეობის შემსრულებლად აღადგინა, ხოლო განაცდურის ანაზღაურებაზე უარი ძალაში დარჩა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ამომწურავია და მოცემულ საჩივარში არც ერთი მათგანი არ არსებობდა. სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №110 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
75956¹27311388⁴8⁵11265756
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…სპორტის შესახებუმაღლესი განათლების შე…აჭარის ავტონომიურ რესპ…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა