აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო): ა) განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს შესაბამის პროგრამებს; ბ) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში; გ) ახორციელებს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის პროგრამებს; დ) გასცემს გრანტს; ე) აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამის სფეროში; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ პირებს; ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისცეს წერილობითი გაფრთხილება; თ) სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს; კ) უფლებამოსილია: კ.ა) საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; კ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს; ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს კანონმდებლობით, „ ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №27-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ
მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 1 მარ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 მარ. 2025 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 26 თებ. 2025
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

