1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგითა და წესით.
2.ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის , რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც , აგრეთვე იმ სკოლისგარეშე დაწესებულების , რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე , ხელმძღვანელის ( დირექტორის ) გათავისუფლების საფუძველი , რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით , ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში – საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით . ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი , ხოლო ამ კანონის 56- ე მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის ( დირექტორის ) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი .
3.ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას.
4.ამ კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს ამ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5.პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
5¹.2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
5².საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის/გაყოფის შედეგად სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
6.2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
6¹.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.
7.( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ) .
8.( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) .
9.საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში. საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 87 – ვებგვერდი, 02.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3819 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

