დაზღვევის შესახებ

მუხლი 15. მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღებულ სადაზღვევო ვალდებულებათა შესასრულებლად მზღვეველი ქმნის რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვების სახეობებს და მათი შექმნის წესს ადგენს სამსახური.

2.სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვებ აქტივებს და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს სამსახური.

3.ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას) თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში უნდა ჰქონდეს საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ანდა სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლის (რომელთა) ოდენობა განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური კაპიტალის ოდენობის შესაბამისად. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 15 აპრ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში რეზერვებთან დაკავშირებული დადგენის უფლებამოსილება ეროვნული ბანკიდან სამსახურზე გადავიდა.

  2. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-15 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხის, შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესების დამდგენი ორგანო ახლა სააგენტოა.

  3. მე-15 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში რეზერვებისა და ფონდების ნუსხის, შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამდგენი ორგანო ახლა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20216139799928292114131716815
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებდეპოზიტების დაზღვევის …მეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა