Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 2

დაზღვევის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027
თემები:დაზღვევაღონისძიების პასუხისმგებლობამიზნობრივი შეფასება (იპოთეკა, საგადასახადო, სასამართლო)რისკების მართვასაერთაშორისო საზღვაოპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას; ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან; ბ 1 ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა – მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიისა და საპენსიო კომპანიის საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით; გ) მზღვეველი – გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია; გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი ( წარმომადგენლობა ) , რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის ( წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან; ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას; ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) სადაზღვევო ბროკერი – ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეს; თ 1 ) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად პირის მიერ განხორციელებული საშუამავლო ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებებიდან ერთ-ერთს მაინც: თ 1 .ა) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით შეთავაზებას; თ 1 .ბ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ორგანიზებას; თ 1 .გ) მზღვეველის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადებას ან/და გადამზღვეველი კომპანიის სახელით გადაზღვევის ხელშეკრულების დადებას; თ 1 .დ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზარალის შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის პროცედურების ადმინისტრირებას; თ 1 .ე) მზღვეველის/დამზღვევის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობას, სადაზღვევო პრემიის შეკრებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის უფლების ჩათვლით; ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა; კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას; ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ; მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის; ნ) საპენსიო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით; ო ) (ამოღებულია) ; პ ) (ამოღებულია) ; ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი მონაწილეობით ან არაპირდაპირი მონაწილეობით; რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი), მზღვეველის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მზღვეველის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (არსებობის შემთხვევაში), იმ სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში,  რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა, − ინდივიდუალური მეწარმე, საპენსიო კომპანიის შემთხვევაში − საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი; ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით; ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი; უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას; ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან; ქ) საზედამხედველო საფასური – მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო-პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ამ კანონის 19 1 მუხლით განსაზღვრული ოდენობა. ღ) მომხმარებელი: ღ.ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე − დამზღვევი ფიზიკური პირი; ღ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე − დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე ან/და მესამე პირი (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ზიანი მიადგა). ყ) მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – პირი, რომელიც მზღვეველთან სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის, მათ შორის, არ ფლობს ამ მზღვეველის აქციებს, არ განიცდის აღნიშნული მზღვეველის ან სხვა, გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, აგრეთვე არ იღებს ამ მზღვეველისგან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და მზღვეველის აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა. შ) ანუიტეტი – შ.ა) სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას პირის სიცოცხლის განმავლობაში (ანუიტეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით); შ.ბ) სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას კონკრეტული ვადის განმავლობაში, რომელიც დამოკიდებული არ არის პირის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და აღემატება 1 წელს (ანუიტეტი განსაზღვრული ვადით); ჩ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ც) ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატი. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4002 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №878 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 24 ივლ. 1997
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  3. 19 დეკ. 2023
  4. 30 ივნ. 2023
  5. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  6. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 9 სექ. 2019
  7. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
  8. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
  9. 20 ივლ. 2015

    მე-2 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტში მზღვეველად განმარტებულია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმის იურიდიული პირი, შპს ამოღებულია; „განხორციელებისათვის“ ჩანაცვლდა „განსახორციელებლად“-ით.

  10. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    მე-2 მუხლში „თ“ ქვეპუნქტით სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის ადგილი ეროვნული ბანკიდან სამსახურზე გადავიდა და შემოღებულია ტერმინი „სამსახური“; „ტ“ ქვეპუნქტში ბენეფიციარი მესაკუთრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დაემატა „გ) მზღვეველი –“.

  11. 28 დეკ. 2011

    მე-2 მუხლში დაემატა „მნიშვნელოვანი წილის“ ახალი განმარტება — კაპიტალის 10 პროცენტი ან მეტი.

  12. 13 აპრ. 2010

    მე-2 მუხლს დაემატა ორი ახალი ცნება: „უ“ ქვეპუნქტით შვილობილი საწარმო და „ფ“ ქვეპუნქტით ფილიალი.

  13. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    ამოღებულია „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები (ფაკულტატური გადაზღვევა და სააგენტო), ხოლო მათ ადგილას დაემატა ოთხი ახალი განმარტება: მნიშვნელოვანი წილი („ჟ“), ადმინისტრატორი („რ“), არაპირდაპირი მონაწილეობა („ს“) და ბენეფიციარი მესაკუთრე („ტ“).

  14. 9 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-2 მუხლს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ტერმინ „სააგენტოს“ — საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს.

  15. 3 ივლ. 2001

    2-ე მუხლს დაემატა ორი ახალი ცნება: „ნ“ ქვეპუნქტით არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი და „ო“ ქვეპუნქტით ფაკულტატური გადაზღვევა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადაზღვევის სამართალი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპტიური დაზღვევა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადაზღვევო თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • 15 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2023
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 14მუხლი 15მუხლი 22მუხლი 27¹მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 3დაზღვევის ცნება
  • 9მზღვეველი
  • 10დაზღვეული

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 799ცნება
  • 843¹ცნება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • 5სამედიცინო დაზღვევის სუბიექტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2219¹1214152227¹73910799222
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ნებაყოფლობითი კერძო პე…კერძო დაცვითი საქმიანო…დეპოზიტების დაზღვევის …არასახელმწიფო საპენსიო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026