Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 9

დაზღვევის შესახებ

მუხლი 9. მზღვეველი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:დაზღვევასპონსორობადაფუძნებაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვაქონების რეგისტრაციაპიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²788¹910

1.მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

2.სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა.

3.ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).

4.სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5.სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

6.აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა , რომელიც მიზნად ისახავს ს ადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვ ას, უპირატესობების მიცემა ს ან მიღება ს მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ .

6¹.მზღვეველი ვალდებულია იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპებით და სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს ამ პრინციპების დაცვით.

6².მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს მზღვეველის მომხმარებლის უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკა და შესაბამისი პროცედურები და უზრუნველყოს მათი დაცვა მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მზღვეველის მომხმარებლის უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკას ამტკიცებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო შესაბამის პროცედურებს − მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

7.მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს სადაზღვევო საქმიანობის ამა თუ იმ მიმართულების სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

8.მზღვეველი ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს დაზღვეულის/დამზღვევის/ბენეფიციარის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.

8¹.თუ მზღვეველი არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად.

9.მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო მომსახურების განხორციელებაზე ან შეწყვიტოს ამგვარი ურთიერთობა, თუ დაზღვეული/დამზღვევი/ბენეფიციარი უარს აცხადებს მზღვეველისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.

10.მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო მომსახურების განხორციელებაზე ან შეწყვიტოს ამგვარი ურთიერთობა, თუ დაზღვეული/დამზღვევი/ბენეფიციარი უარს აცხადებს მზღვეველისთვის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6149 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4002 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4461 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2146 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2023
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 9 სექ. 2019
  4. 11 ნოე. 2015
  5. 20 ივლ. 2015

    მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში სადაზღვევო ორგანიზაციის ერთადერთ დასაშვებ ფორმად სააქციო საზოგადოება დარჩა; მე-7 პუნქტში სამსახურის მიერ დადგენილ აქტებს დაემატა მეთოდოლოგიური დოკუმენტები და მეორე წინადადების სიტყვათა წყობა შეიცვალა.

  6. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    მე-9 მუხლში მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებში ლიცენზიის გამცემი და მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად სამსახურია; მე-3 პუნქტში ფორმულირება „არავის არა აქვს“ შეიცვალა „არავის აქვს“-ით.

  7. 25 მაი. 2012

    მე-9 მუხლის მე-6 პუნქტში მონოპოლიური და სხვა საქმიანობის აკრძალვა ახლებურად ჩამოყალიბდა: აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას ისახავს მიზნად. უპირატესობის მიცემა ან მიღება მზღვეველებს შორის კვლავ აკრძალულია.

  8. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში დაზუსტდა საფირმო სახელწოდების მოთხოვნა და დაემატა აკრძალვა, გამოიყენონ სიტყვა „დაზღვევა“ ლიცენზიის გარეშე; მე-4 პუნქტში ლიკვიდაციის წესი ეროვნული ბანკის წესსაც ეფუძნება, ხოლო ახალი მე-7 პუნქტი მზღვეველის საქმიანობას ეროვნული ბანკის ნორმატივებს უქვემდებარებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 9¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადაზღვევო თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დანაშაულის ორგანიზებული დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგზაო შემთხვევის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • 8 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 191

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები
  • 8დამზღვევი
  • 12დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • 16მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას
  • 10მზღვეველის უფლებები
  • 11მზღვეველის მოვალეობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 799ცნება
  • 838დამზღვევის უფლებები
  • 802სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 12ცენტრი, მისი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საზღვაო კოდექსი

  • 268

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131610112812268191799838802129
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსამედიცინო დაზღვევის შ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ტერიტორიაზ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026