Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 17

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 17. დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:სავალუტო ოპერაციებიპერსონალური ინვესტიციაკრიპტო ბარათების მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

2.დეპოზიტორს დაზღვეული დეპოზიტი ეროვნული ვალუტით აუნაზღაურდება. თუ დეპოზიტორს დეპოზიტი უცხოური ვალუტით აქვს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება და ანაზღაურდება ეროვნული ვალუტით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, მაგრამ არაუმეტეს ზღვრის ოდენობისა.

3.დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით.

4.დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში არსებული დეპოზიტები დადგენილი ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ცალ-ცალკეა დაზღვეული.

5.კომერციული ბანკების, მიკრობანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული, დადგენილი ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.

6.დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით.

7.დეპოზიტორს სააგენტოსგან დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

რედაქციების შედარება

1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2. დეპოზიტორს დაზღვეული დეპოზიტი ეროვნული ვალუტით აუნაზღაურდება. თუ დეპოზიტორს დეპოზიტი უცხოური ვალუტით აქვს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება და ანაზღაურდება ეროვნული ვალუტით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, მაგრამ არაუმეტეს ზღვრის ოდენობისა. 3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში, მიკრობანკშიბანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით. 4. დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკშიბანკში არსებული დეპოზიტები დადგენილიგანსაზღვრული ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვისბანკისათვის ცალ-ცალკეა დაზღვეული. 5. კომერციული ბანკების, მიკრობანკებისბანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში, მიკრობანკშიბანკში არსებული, დადგენილი ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურებაანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად. 6. დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით. 7. დეპოზიტორს სააგენტოსგან დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023

    Clarifies how the amount of insured deposits is calculated (credit balances with accrued interest) and how it applies across multiple institutions.

  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 მაი. 2021

    Clarification that insured deposits are determined by all credited balances at a commercial bank.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბარათებზე ლიმიტების და გადახდების ოპტიმიზაციასერვისის გვერდი
  • სავალუტო შესაბამისობასერვისის გვერდი
  • Dollar Cost Averaging (DCA) გეგმის დაყენებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №5

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-03-10
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 18დაუზღვეველი დეპოზიტები
  • 14სპეციალური სადაზღვევო შენატანი
  • 19დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

დაზღვევის შესახებ

  • 15მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 18მომხმარებლის ფულადი სახსრები
  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

საზღვაო კოდექსი

  • 155—

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 799ცნება
  • 822სადაზღვევო შედარება
  • 827შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 5მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 7სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5151557998228271834181419717
მნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …დაზღვევის შესახებსაგადახდო სისტემისა და…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…უკანონო შემოსავლის ლეგ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო