საზღვაო კოდექსი

მუხლი 107

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უცნობია, სააგენტო მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ზღვაში ჩაძირული ქონება გემია, მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად აღნიშნული გემის დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან, გარემოებათა გათვალისწინებით, ასეთი შეტყობინების გადასაცემად პირდაპირ შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უკავშირდება.

3.თუ ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ქონების ამოღება ან, ამ თავით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, განახორციელოს მისი რეალიზაცია, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − მიიღოს ზომები ქონების გასანადგურებლად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 1 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  2. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    107-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცნობის გამოქვეყნება და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინება ნავსადგურის კაპიტნისგან ადმინისტრაციას გადაეცა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35294108113106580⁶38262456⁹56⁴28107
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა