სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 56⁹. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 56 1 მუხლით გათვალისწინებული ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დროებით შესანახად გადაცემის შემდეგ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზედაც მოხდა მისი ჩამორთმევა.

2.ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილება (გაყოფა) არ მოხდება, თუ ეს სახელმწიფო უარს აცხადებს ამ ქონებაზე ან/და აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება 40 000 ლარს არ აღემატება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.

4.თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ჩამორთმეული ქონების ნახევარი შეიძლება გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.

5.თუ ჩამორთმეული ქონება ფულადი თანხა არ არის, ამ ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) უზრუნველსაყოფად შესაძლებელია აღნიშნული ქონების გასხვისება.

6.ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) დროს მხედველობაში მიიღება ამ ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესები, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ.

7.ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ქონების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ის ხარჯი, რომელიც საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა აღნიშნული ქონების მოძიებისთვის, ჩამორთმევისა და შენახვისთვის გასწიეს.

8.საქართველოს პროკურატურა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან აფორმებს ინდივიდუალურ შეთანხმებას ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე.

9.საქართველოს პროკურატურა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შესაძლებელია შეთანხმდნენ ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ პირობებზე. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. თავი VII. დასკვნითი დებულება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 56 1 მუხლით გათვალისწინებული ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დროებით შესანახად გადაცემის შემდეგ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზედაც მოხდა მისი ჩამორთმევა. 2. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილება (გაყოფა) არ მოხდება, თუ ეს სახელმწიფო უარს აცხადებს ამ ქონებაზე ან/და აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება 40 000 ლარს არ აღემატება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. 4. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ჩამორთმეული ქონების ნახევარი შეიძლება გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. 5. თუ ჩამორთმეული ქონება ფულადი თანხა არ არის, ამ ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) უზრუნველსაყოფად შესაძლებელია აღნიშნული ქონების გასხვისება. 6. ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) დროს მხედველობაში მიიღება ამ ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესები, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ. 7. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ქონების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ის ხარჯი, რომელიც საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა აღნიშნული ქონების მოძიებისთვის, ჩამორთმევისა და შენახვისთვის გასწიეს. 8. საქართველოს პროკურატურა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან აფორმებს ინდივიდუალურ შეთანხმებას ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე. 9. საქართველოს პროკურატურა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შესაძლებელია შეთანხმდნენ ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ პირობებზე. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. თავი VII. დასკვნითი დებულება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 აგვ. 2010 – 6 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
425221¹³³38290158²26292456¹56⁵56²56⁶56⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს სახელმწიფო…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა