საზღვაო კოდექსი

მუხლი 211

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იპოთეკა უქმდება: ა) ვალის დაფარვისას; ბ) ვალის დაფარვის სხვა გზით (გემის იძულებითი გაყიდვა და სხვა) ფულადი ვალდებულების შეწყვეტისას; გ) გემის დაღუპვისას, დაზღვევის ანაზღაურების გამოკლებით; დ) სპეციალური ხელშეკრულების არსებობისას.

2.დამგირავებლის მოთხოვნით მოგირავნე ვალდებულია მისცეს მას ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთი.

3.დამგირავებლისაგან ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთის მიღებისას იპოთეკის რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
176364213207205289⁷289306¹466116211
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო ვალის შესახ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა