ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 17. ხელშეკრულების შეწყვეტა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ, შეწყვიტონ ხელშეკრულება მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან იმ ვალდებულების შესრულებისგან, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შესრულებული არ არის.

2.ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ წესებს.

3.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება.

4.სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს ფონდი ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებით. ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის უნდა აღემატებოდეს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს. სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს, მიღებული ნამატი ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 20 მარ. 2001 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. მე-17 მუხლის პირველ პუნქტში ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების მქონე მხარედ კომისიის ნაცვლად სააგენტოა დასახელებული.

  3. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-17 მუხლის პირველ პუნქტში ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების მქონე მხარედ სააგენტოს ნაცვლად კომისიაა დასახელებული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
241012128353533961482217
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…საინვესტიციო ფონდების …თავისუფალი ტურისტული ზ…საინვესტიციო საქმიანობ…სამრეწველო ემისიების შ…ოლიმპიური მოძრაობის ხე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა