1.ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.
2.საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3.სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს.
4.ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
5.ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1741 – ვებგვერდი, 26.06.2026წ. მუხლი 44 6 1. საქართველო უფლებამოსილია სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტისგან, რომელიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან ანდა პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოს, თანამშრომლის, აგენტის ან ამ ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირის ბრალეული ქმედებით.
2.სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 7 1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ამ კოდექსის 44 3 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.
2.თუ ორგანიზაციის აღიარებას ა უქმებს ან აჩერებს ევროკომისია, ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება.
4.სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით.
5.თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება.
6.ამ მუხლის პირველი − მე -5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 8 1. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ.
2.ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით, საჯაროდ ქვეყნდება. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 9 1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ ამ კოდექსის 44 3 მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
2.სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა.
3.ამ კოდექსის 44 5 მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 10 1. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან ამ კოდექსის 44 9 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად.
2.გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით, რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს: ა ) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება; ბ ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის; გ ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე, ან ამავე ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას ( გარდა კერძო საკუთრებისა) , თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.
3.ამ მუხლის მე -2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი, კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 11 1. საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი.
2.აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა.
3.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.
4.საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 ან 500- ზე მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს , რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო - საწვრთნელი მიზნით , შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა .
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობას, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესს აღიარებული ორგანიზაცია ათანხმებს სააგენტოსთან. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. მუხლი 44 12 საქართველოს გემები უნდა აშენდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ელექტრომექანიზმების, სამანქანო და საკონტროლო მექანიზმების დამონტაჟების მოთხოვნების თანახმად და უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 13 1. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მისი კლასისთვის მიკუთვნებულ გემებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას.
2.აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა არსებით ინფორმაციას საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ.
3.აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას, გეგმური შემოწმების, რეკომენდაციების, გემისთვის გაცემული კლასის პირობებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი, მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემების ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
4.აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 44 5 მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემზე მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იგი კლასის ცვლილების პროცესშია, მანამ, სანამ სააგენტო არ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აუცილებელია თუ არა სრული ინსპექტირების ჩატარება.
5.ამ მუხლის მე -4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული მოწმობა ბათილია.
6.საქართველოს გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში: ა) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმური შემოწმების, რეკომენდაციისა და გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ; ბ) გადაცემის დროს გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები; გ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს მოწმობები გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ; დ) გემისთვის სათანადო მოწმობის გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიებების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის და კლასის მინიჭების პირობისთვის. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. მუხლი 44 14 1. სააგენტოს დირექტორი ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის დასარეგულირებლად უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2.სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.