Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიკომპეტენტური ორგანო
ლექსიკონი

კომპეტენტური ორგანო

კანონში განსაზღვრული 10 განმარტება

წყაროები:ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ · მუხლი 2სახელმწიფო პენსიის შესახებ · მუხლი 4ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ · მუხლი 4საქართველოს სარკინიგზო კოდექსი · მუხლი 2შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ · მუხლი 3სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ · მუხლი 4საზღვაო კოდექსი · მუხლი 78საზღვაო კოდექსი · მუხლი 78¹სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი · მუხლი 2მეზღვაურთა შრომის შესახებ · მუხლი 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 2

სამსახური , საზედამხედველო ორგანო ან ფულის გათეთრების ან / და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის , გამოვლენისთვის , აღკვეთისთვის , გამოძიებისთვის ან / და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა , ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის , გამოვლენისთვის , აღკვეთისთვის , გამოძიებისთვის ან / და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა

სახელმწიფო პენსიის შესახებ

მუხლი 4

ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 4

შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცალკეულ მოთხოვნათა დაცვისთვის, მათ შორის, სისხლის დაწესებულებების მიერ ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლისთვის

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 3

საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში უფლებამოსილების მქონე უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანო, აკრედიტებული ორგანო ან/ და სხვა უფლებამოსილი ორგანო

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 4

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო

საზღვაო კოდექსი

მუხლი 78

საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისთვის და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში

საზღვაო კოდექსი

მუხლი 78¹

საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისთვის და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 2

სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)