სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება: ა) წიაღისეული; ბ) წყლის რესურსები; გ) ტერიტორიული წყლები; დ) კონტინენტური შელფი; ე) ტყის ფონდი; ვ) საჰაერო სივრცე; ზ) სახელმწიფო ნაკრძალი; თ) ეროვნული პარკი; ი) ბუნების ძეგლი; კ) აღკვეთილი; ლ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე; მ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული; ნ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები; ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის კინო-, ფოტო- და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი; პ) საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განსაკუთრებული მნიშვნელობის არქივები და ფონდები; ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები, ფონდები; რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები; ს) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები; უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია; ფ) გაზის მაგისტრალური მილსადენი; ქ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას); ღ) საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებები; ყ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები; შ) სიხშირეთა სპექტრი; ჩ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე; ც) სახელმწიფო პანთეონები; ძ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისთვის გადაცემული ქონება.

2.განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1735-სსმI №7, 31.12.1998წ., მუხ57 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1768-სსმI, №2(9), 22.01.1999წ., მუხ.14 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1897-სსმI, №42, 29.07.2005წ., მუხ.304 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3163-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.152 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3937-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.329 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4716-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.146 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 3 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლები და არქეოლოგიური დაცვის ზონის მიწის ნაკვეთები, პირობად კი განისაზღვრა კულტურის სამინისტროსთან შეთანხმება და მის მიერ წინასწარ დადგენილი პირობები. „ბ²“ ქვეპუნქტში შეიცვალა არქივებისა და ფონდების ჩამონათვალის ფორმულირება და დაემატა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები.

  2. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დაემატა კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და სამინისტროს თანხმობისას პროფილის შენარჩუნების პირობა; ახალი „ბ1“ ქვეპუნქტი ეხება რელიგიურ და საკულტო ნაგებობებს, ხოლო „ბ2“ — არქივებს, ფონდებს, სამუზეუმო კოლექციებსა და სახლ-მუზეუმებს.

  3. მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში პრივატიზებას დაქვემდებარებული არ საშტატო და სარეზერვო ქონების მფლობელ ორგანოთა ჩამონათვალიდან ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ხოლო დაზვერვის დეპარტამენტის ნაცვლად მითითებულია საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური.

  4. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალიდან ამოღებულია „სასაზღვრო ზონა“; დანარჩენი ობიექტები (წიაღისეული, წყლის რესურსები, ტყის ფონდი და სხვა) უცვლელია.

  5. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს დაემატა დაფინანსებული საგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებები, ხოლო „ზ“, „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და უფრო კონკრეტულად განსაზღვრა რკინიგზის, უწყებათა საშტატო ქონების, კავშირგაბმულობისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის ობიექტები.

  6. „გ“ ქვეპუნქტში პრივატიზებას არ დაქვემდებარებულ ქონებას დაემატა სახელმწიფო რეზერვის სისტემაში არსებული ობიექტები, ხოლო „დ“ ქვეპუნქტს — გამონაკლისი 35-110 კვ ძაბვის გადამცემი ქსელის გარე ელექტრომომარაგების დანიშნულების ნაწილისთვის; მუხლის ბოლოს დაემატა ტექსტი „, მუხ57“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
272712264241074784
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…კულტურის შესახებაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…დაცული ტერიტორიების სი…