Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებმუხლი 3

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 3. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განხორციელების , ადგილობრივი მართვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანო

რედაქცია №35 კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010
თემები:უძრავი ქონების აუქციონიქონების დაგეგმვატოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიგასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹7891011121314

1.სახელმწიფო ქონების მართვას , განკარგვას , მათ შორის , პრივატიზებას ( გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული , სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილებისა , აგრეთვე ამ მუხლის მე -2 პუნქტით და „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო , ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას , განკარგვას , მათ შორის , პრივატიზებას , და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო .

2.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზებას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც სარგებლობაში აქვთ გადაცემული ან/და რომელთა ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი , კონკურსისა და აუქციონის ხარჯების გამოკლებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში .

4.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან / და არაკომერციულ იურიდიულ პირებს სახელმწიფო ქონების ბაზაზე , ხოლო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე .

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანის შესახებ .

6.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ .

6¹.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ.

7.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ქონების მართვა , განკარგვა , მათ შორის , პრივატიზება , ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით .

9.საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე , რომელიც ფლობს და მართავს სახელმწიფო ქონებას .

10.სახელმწიფო ქონების მართვისას , პრივატიზებისას ან სხვაგვარად განკარგვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების ( რწმუნებული პირების ) ან შუამავლების მეშვეობით .

11.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას , პრივატიზებისას , სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების ( რწმუნებული პირების ) ან შუამავლების მეშვეობით .

12.სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ( გარდა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ) ან სხვაგვარად განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო , ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას , სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო .

13.სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის ( აქციონერის ) უფლებამოსილებები , გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან / და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა , გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს , რომლის მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო . საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს და ამტკიცებს სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას . საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი .

14.საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან . საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №881-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.38 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4746-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ160 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5644-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ივლ. 2010
  2. 20 იან. 2010
  3. 19 ნოე. 2009

    მე-3 მუხლი ხელახლა დანომრილი და გადაკეთებულია: მე-2 პუნქტით მოძრავი ნივთის პრივატიზება გადაეცა მის მფლობელ სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ხოლო სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა სამინისტროს უფლებამოსილებიდან ამოღებულია; სააგენტოს დაფინანსება ახლა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა.

  4. 27 დეკ. 2007

    მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ შეიცავს ნორმას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაზე სამინისტროს და საკრებულოს მიერ.

  5. 3 აგვ. 2007

    მე-3 მუხლში უფლებამოსილება გაიყო სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას შორის (1-ლი, მე-4–მე-6 პუნქტები), დაემატა 1¹–1³, 2¹ და 4¹ პუნქტები, ხოლო მე-3 პუნქტიდან ამოღებულია „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

  6. 22 მაი. 2007

    მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ჩანაცვლდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი, რომელიც ამტკიცებს ნუსხას და ახორციელებს პრივატიზებას ან/და ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით; ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება ნუსხაზე ამოღებულია.

  7. 19 ივლ. 2005

    მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროა, მისი მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარეს და ამტკიცებს დებულებასა და სტრუქტურას; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.

  8. 19 იან. 2005
  9. 14 მაი. 2003· გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

    მე-3 მუხლში მართვისა და პრივატიზების ორგანოდ ყველგან განისაზღვრა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო; მე-2 პუნქტით დაზუსტდა ავტონომიურ რესპუბლიკებში მისი ორგანოების როლი, ხოლო მე-7 პუნქტით წილობრივი მონაწილეობის საწარმოების მართვა გადაეცა საწარმოთა მართვის სააგენტოს.

  10. 28 მაი. 2002

    მე-5 პუნქტში ობიექტების ნუსხას ამტკიცებს მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმების მითითების გარეშე; მუნიციპალურ ნუსხას ადგილობრივი მმართველობის ორგანო ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებით.

  11. 30 ივნ. 1998
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრასტის შექმნა7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მენეჯმენტის მიერ შესყიდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2010 · №35

  • 11 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2010
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 6მუხლი 6¹მუხლი 7მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 2საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ
  • 6
  • 11¹სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 19¹თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი
  • 6სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 3ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო , ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
  • 13აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 3ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
  • 16აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 4ქონების განკარგვის განმახორციელებელი ორგანო

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 29სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 6სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹66106¹79211¹4293133163
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფოს საკუთრებაშ…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 ივლ. 2010 · რედაქცია №35 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026