პრივატიზების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენამდე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე შესაბამის იურიდიულ პირებს ეკრძალებათ: ა) საწარმოს რეორგანიზება ან ლიკვიდაცია; ბ) საწარმოს ძირითადი ფონდების გაყიდვა; გ) საწარმოს ძირითადი ფონდების გაცვლა; დ) საწარმოს ძირითადი ფონდების ქირით ან იჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემა; ე) საწარმოს ძირითადი ფონდების დატვირთვა, მათ შორის, დაგირავება; ვ) საწარმოს ძირითადი ფონდების გამოყენებაზე ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულების მოქმედების შეცვლა ან შეწყვეტა. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4746-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ160 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 თავი II პრივატიზების წესი და ფორმები
მუხლი 5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის უზრუნველყოფა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №21 · ძალაშია 3 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 31 დეკ. 1997 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-5 მუხლში შეთანხმების ვალდებული ორგანოების წრეს დაემატა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, ძირითადი ფონდების აკრძალული მოქმედებები დაწვრილდა, ხოლო საშტატო განრიგისა და მუშაკთა რაოდენობის აკრძალვა და მე-2–მე-4 პუნქტები ამოღებულია.
მე-5 მუხლიდან ამოღებულია მე-2 პუნქტი (მუშაკთა უსასყიდლო აქციები) და მე-3 პუნქტი (მყიდველის მიერ მუშაკებთან ხელშეკრულების დადების 3-თვიანი ვალდებულება); მე-4 პუნქტი დარჩა.
- · გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003
პირველ პუნქტში აკრძალული მოქმედებების შესათანხმებელ ორგანოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი
არქიტექტორი , ურბანისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

