Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებმუხლი 7

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 7

რედაქცია №35 კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:345677¹7²88¹99¹1011

სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი 1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ კანონის 7 1 მუხლი.

2 .(ამოღებულია).

3.შეძენილ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.

4.(ამოღებულია).

5.სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით , გამყიდველი ადგენს ვადას , რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს , გარდა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა , რომლის დროსაც გამყიდველის მიერ დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 წელს .

6.(ამოღებულია).

7.სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში , რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს , გარდა ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

7¹.იმ შემთხვევაში , თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის ან სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან / და დასრულებისათვის , საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მყიდველის მიერ თანხის გადახდისთვის დააწესოს ამ მუხლის მე -7 პუნქტით დადგენილ ვადაზე უფრო დიდი ვადა , მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა .

7².ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

8.თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.

8¹.თუ არ მოხდება 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შემდეგ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება, შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს გამყიდველს.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმული თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე, ქონების პრივატიზების პროცესი ითვლება 1 წლით გაგრძელებულად გამოცხადებული ფასითა და პირობებით და ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ კანონის შესაბამისად.

9¹.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

10.თუ გამოცხადებული პირობებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში, დადგენილი წესით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის განაცხადი საპრივატიზებო ქონების შეძენის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს წარმოდგენილი განაცხადის შესახებ ინფორმაციას (ინფორმაცია არ მოიცავს განმცხადებლის შესახებ მონაცემებს და მის მიერ შემოთავაზებულ პირობებს) და გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს ატარებს აუქციონს დადგენილი წესით.

11.თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილი იქნება სხვა პირის (პირების) განაცხადი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას, ატარებს აუქციონს დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №371-სსმI, №25, 27.08.2004წ., მუხ.120 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1133-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3937-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.329 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2007 წლის 12 ოქტომბრის კანონი №5389-სსმI, №34, 24.10.2007წ., მუხ.358 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1932-სსმI, №34, 13.11.2009წ., მუხ.213 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ივლ. 2010
  2. 20 იან. 2010
  3. 19 ნოე. 2009

    მე-7 მუხლის მე-9–მე-11 პუნქტებში (9¹ ჩათვლით) სამინისტროს ფუნქციები მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოძრავ ნივთებზე გადაეცა სარგებლობაში მქონე ორგანოს/იურიდიულ პირს.

  4. 13 ნოე. 2009
  5. 24 ოქტ. 2007

    მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში დაემატა გამონაკლისი: მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოძრავი ქონების პრივატიზებისას გამყიდველის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 წელს. 30-დღიანი ვადა და 2-წლიანი ზღვარი სხვა შემთხვევებისთვის ტექსტში დარჩა.

  6. 3 აგვ. 2007

    მე-9 პუნქტი ვრცელდება ადგილობრივ ქონებაზეც, ვადა 10 სამუშაო დღეა და დაემატა 9¹ პუნქტი შეწყვეტის უფლების შესახებ. მე-10 და მე-11 პუნქტებით ერთი ან რამდენიმე განაცხადის შემთხვევაში ტარდება აუქციონი.

  7. 22 დეკ. 2006

    მე-7 მუხლს დაემატა მე-9–მე-11 პუნქტები, რომლებიც აწესებს პრივატიზების 1 წლით ავტომატურად გაგრძელებას, ფასის შეუმცირებლობას და სამინისტროს 1-თვიან ვადას განცხადებებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

  8. 1 ივნ. 2006

    მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში პირობებიან აუქციონზე გადახდის ვადაა 2 წელი; მე-7 პუნქტში პირდაპირი მიყიდვისას თანხა იხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 1 წელში.

  9. 12 აპრ. 2005

    მე-8 პუნქტში გაუყიდავი სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის შემცირება 50%-იანი ავტომატური ნორმიდან შესაძლებლობად გადაკეთდა: 50%-მდე, ხოლო განმეორებითი შემცირება აღარ არის განსაზღვრული 50%-ით.

  10. 27 აგვ. 2004
  11. 28 მაი. 2002

    მე-8 პუნქტში პირველი 50%-იანი შემცირება ორჯერ გამოტანის პირობის გარეშე ვრცელდება წარუმატებლად გამოტანილ ქონებაზე; დაემატა მეორე, კიდევ 50%-იანი შემცირება, თუ ქონება შემცირებულ ფასადაც არ გაიყიდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6²შემდეგი მუხლი 7¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2010 · №35

  • 11 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2010
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3მუხლი 7¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6
  • 10სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 12

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 19სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
  • 31მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 45წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 8უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
  • 15მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 27წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 19²თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 10უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
  • 18მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19²37¹610121931458152710187
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 ივლ. 2010 · რედაქცია №35 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026