საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 148. მოწმის დაკითხვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს. მოწმეები, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება, არ უნდა იყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. დაკითხული მოწმეები რჩებიან სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე.

2.მოწმის დაკითხვა იწყება მისი პიროვნების გარკვევით (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი და ა. შ.). ამის შემდეგ სასამართლო არკვევს მოწმის დამოკიდებულებას საქმეში მონაწილე პირებთან და წინადადებით მიმართავს მას აცნობოს სასამართლოს ყველაფერი, რაც მისთვის პირადად ცნობილია საქმის გარემოებათა შესახებ.

3.მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას შეკითხვები.

4.პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე ან მხარის წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი. კონკრეტული შეკითხვის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს სასამართლო.

5.მოსამართლეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს დაკითხვის ყველა მომენტში.

6.მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.

7.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმე უნდა დაიკითხოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №144 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 ოქტ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 22 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
364139127147140151118115228212452148
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…არასრულწლოვანთა მართლმ…პოლიციის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა