ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 39. შეტყობინება და მოწვევა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ დავის განხილვის დღე, დრო და ადგილი.

2.კომისია, საჭიროების შემთხვევაში, დავის განხილვაზე იწვევს მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

3.შეტყობინება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია ჩაბარდეს მხარეებს მოსამზადებელი სხდომის დასრულებისთანავე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) კომისიის მისამართს; ბ) კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის მითითებას; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იწვევენ ამა თუ იმ პირს; დ) კომისიაში მოსაწვევი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული; ე) მხარეების მიმართ წინადადებას, წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს.

4.შეტყობინებასთან ერთად კომისია მხარეებს უგზავნის ან ჩააბარებს დავის თაობაზე განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. კომისია დავის თაობაზე განცხადების შემტან მხარეს უგზავნის ან ჩააბარებს მეორე მხარის შეგებებული განცხადების ასლს, თუ ის შემოვიდა კომისიაში შეტყობინების გაგზავნის დროისთვის. კომისიაში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა შეტყობინება უკვე გაგზავნილი ან ჩაბარებულია.

5.აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მხარეები მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომაზე ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივნ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1341363870732052741⁹41⁸37¹⁰15539
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…დაგროვებითი პენსიის შე…არბიტრაჟის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა