პოლიციის შესახებ

მუხლი 21. პირის მოწვევა

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიციას უფლება აქვს, გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო  ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება; ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.

2.შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი.

3.მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები.

5.არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

6.მოწვეული სრულწლოვანი პირის პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.

7.მოწვეულ პირთან გასაუბრების შესახებ დგება გასაუბრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, და ოქმის შემდგენი პოლიციელი. მოწვეულ პირთან გასაუბრების ოქმში უნდა მიეთითოს გასაუბრების ადრესატი, გასაუბრების საფუძველი, მოწვეული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. მოწვეული პირის მიერ გასაუბრების ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 6 ივნ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
361521481471134917417193752161421
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა