საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309¹³. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომ – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარსადგენად.

2.თუ დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან დანიშნონ წარმომადგენელი.

3.სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4.განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ამოწმებს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №85 · ძალაშია 22 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 10 აგვ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁹³309¹¹309¹⁴309⁹20¹⁰1889467225179167309¹³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებპატენტით დაცული გამოგო…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა