საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309⁹. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

2.განცხადებას უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) სასამართლოს დასახელება; ბ) მყიდველის და მისი წარმომადგენლის დასახელებები; გ) განმცხადებლის მოთხოვნა; დ) მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მაინც; ე) რეესტრის მწარმოებელი პირის მისამართი; ვ) თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი). საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №47 · ძალაშია 10 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 10 აგვ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1167517309¹¹309¹³309¹⁴2430619164225179309⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა