Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 179

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 179. სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:წილებისა და აქციების შეფასებასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაბიზნესის დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას ამ მუხლით დადგენილი წესით მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუმართლებლად და არსებითად ლახავს ამ აქციონერის უფლებებს ან ეხება სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციას. წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2.თუ დაგეგმილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება, საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღიწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული აქციების გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას წერილობით მოსთხოვოს თავისი აქციების გამოსყიდვა. ეს უფლება არ არსებობს, თუ: ა) აქციონერმა სრულად არ განახორციელა გამოსასყიდი აქციების შესაბამისი შენატანი; ბ) აქციონერმა გამოსასყიდი აქციები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეიძინა.

4.აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს სულ მცირე მისი საბაზრო ღირებულებით. აქციის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ღირებულების იმ ცვლილების გაუთვალისწინებლად, რომელიც აქციის გამოსყიდვის უფლების წარმომშობმა ქმედებამ გამოიწვია.

5.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვისთვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

6.აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარს აქციების გამოსყიდვაზე ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ აქციების გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში.

7.აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ: ა) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25 პროცენტს; ბ) აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს.

8.თუ შეთავაზებულია იმაზე მეტი აქციის გამოსყიდვა, ვიდრე დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ეს აქციები სხვადასხვა გამყიდველისგან პროპორციულად უნდა იქნეს გამოსყიდული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 178შემდეგი მუხლი 180

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააქციო საზოგადოების დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა შორის დავის მიზნებისთვის ბიზნესის შეფასებასერვისის გვერდი
  • აქციონერის გამოსვლის ფასის (exit price) განსაზღვრასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 161საკუთარი აქცია
  • 167აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება
  • 225მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309¹⁴სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით
  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა
  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 48გამოსყიდვა შერწყმისას
  • 40ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 88გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება
  • 82გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 27შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 75აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7527309¹⁴309²⁵309²⁶48401611672258882179
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …საჯარო შესყიდვების შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026