საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს: ა) ახდენს თუ არა დონორის თანხმობაზე გავლენას ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური ფაქტორები; ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული ან რეალური კომპენსაციის მიღებით; [ ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის დაპირებით/შეთავაზებით ან რეალურად მიღებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს აღებაზე; დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
მუხლი 316⁴. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №168 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 1997 – 27 ივლ. 2016 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

