Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 316³

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 316³. განცხადების შინაარსი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი ურთიერთობის ხასიათი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორის ორგანოს აღების მიზანი.

2.ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში; ბ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ მოიძებნა ცოცხალი დონორი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის; გ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ტრანსპლანტაციის ჩვენებას; ე) დონორის თანხმობა; ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ; ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. [მუხლი 316 3 . განცხადების შინაარსი 1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორის ორგანოს მოპოვების მიზანი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) ხასიათი.

2.ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობის შემთხვევაში: ა.ა) ცნობა, რომელიც ადასტურებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვას; ა.ბ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ა.გ) იმის მტკიცებულებები, რომ გარდაცვლილი ადამიანის შესაბამისი ორგანო ხელმისაწვდომი არ არის და მკურნალობის სხვა, ალტერნატიული, მსგავსი ეფექტის მქონე მეთოდი არ არსებობს; ა.დ) ცნობა რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ორგანოს გადანერგვის ჩვენებას; ა.ე) დონორის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე; ა.ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ; ა.ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამასთანავე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ ჩატარებულია დონორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება და დადგენილია, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის; ა.თ) ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე; ბ) დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას; ბ.ბ) იმის მტკიცებულებები, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შორის ცოცხალი დონორი ვერ მოიძებნა; ბ.გ) იმის მტკიცებულებები, რომ რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდი არ არსებობს; ბ.დ) ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.გ“−„ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ცნობა და მტკიცებულებები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №168 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 27 ივლ. 2016 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 316²შემდეგი მუხლი 316⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადამიანის ორგანოთა… 18მუხლი 18ადამიანის ორგანოთა… 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316²განცხადების შეტანა
  • 316⁵სასამართლო გადაწყვეტილება
  • 316⁶ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმის განხილვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 15ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები
  • 17ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება
  • 16რეციპიენტთან დონორის ურთიერთობა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 21
  • 18
  • 22

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116
  • 115

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 16დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18212218316²316⁵316⁶1161151618151716316³
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026