Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 16

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 16. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პირმა ან პირთა ჯგუფმა, რომელიც საბაჟო ორგანოს წარუდგენს განცხადებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მას უნდა წარუდგინოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია.

2.საბაჟო ორგანომ დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, უნდა შეამოწმოს, შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისთვის დადგენილი პირობები, და, თუ ეს პირობები შესრულებულია, იმავე ვადაში უნდა აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

3.საბაჟო ორგანომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღისა.

4.თუ საბაჟო ორგანო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში, მან განმცხადებელს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უნდა შეატყობინოს ამის თაობაზე, ამასთანავე, უნდა მიუთითოს შესაბამისი მიზეზი და გადაწყვეტილების მიღების ახალი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.საბაჟო ორგანოს შეუძლია, ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნით გაზარდოს გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადა განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კორექტირების მიზნით. განმცხადებელმა საბაჟო ორგანოს უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის კორექტირების დეტალები და კორექტირებისთვის საჭირო დროის მონაკვეთი.

6.გადაწყვეტილება ძალაში შედის განმცხადებლისთვის ჩაბარების დღიდან, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ან იმავე გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილების შესრულება საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან, გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.თუ გადაწყვეტილებამ მიღების შემთხვევაში შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს განმცხადებელზე, საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს/გააცნოს განმცხადებელს მისი შინაარსი და დასაბუთება. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საბაჟო ორგანოს დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამისი არგუმენტაცია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას და ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობებს განმცხადებელს.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილი არ მოქმედებს: ა) ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისას; ბ) თუ ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღის, გარემოს ან მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის ინტერესები; გ) თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზანია სხვა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა; დ) თუ შესაძლებელია ზიანი მიადგეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ან საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ინტერესებს; ე) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.

10.გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე, უნდა იყოს დასაბუთებული და მიუთითებდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლებაზე.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 17განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება
  • 12საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა
  • 19აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 47წინასწარი გადაწყვეტილება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁶განცხადების წარმოებაში მიღება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 20¹⁰—
  • 20⁹—

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 13²საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 83დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება
  • 80უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8²განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
838013²268363¹⁶8²20¹⁰20⁹4719223320171216
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025