Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 47

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 47. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას.

2.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

3.სასამართლო მმართველად/ზედამხედველად დასანიშნად პირის შერჩევის პროცედურას იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებისთანავე. ამ პროცედურით შერჩეულ პირს დაუყოვნებლივ ეცნობება მმართველად/ზედამხედველად მისი მოსალოდნელი დანიშვნის თაობაზე, რათა მაქსიმალურად დროულად იქნეს უზრუნველყოფილი იმ გარემოებების შესწავლა და სათანადოდ მომზადება, რომლებიც გავლენას ახდენს მმართველის/ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებაზე. მმართველად/ზედამხედველად დასანიშნად შერჩეული პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

4.თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

5.სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე. აღნიშნულ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით შერჩეული მმართველის/ზედამხედველის ვინაობა.

6.კრედიტორთა პირველად რეესტრში შემავალ კრედიტორთა კრება, რომელიც შედგება აგრეთვე იმ კრედიტორებისგან, რომელთა შესახებ ინფორმაციაც საქმეში მოიპოვება, უფლებამოსილია სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს სხვა მმართველი/ზედამხედველი და ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მმართველად/ზედამხედველად დანიშნავს კრედიტორთა კრების მიერ არჩეულ პირს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 64მუხლი 99

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 48გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმა
  • 46კრედიტორის მიერ შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია
  • 51გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6პირის გადახდისუუნარობის დადგენა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁵პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 51ზრუნვის მოვალეობა განსაკუთრებულ ვითარებაში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 333მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ
  • 192განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე
  • 363¹⁶განცხადების წარმოებაში მიღება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 83დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 295სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 58დავალებული პირის განცხადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8321⁶⁵586333192363¹⁶2951164994846515147
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…იურიდიული დახმარების შ…საქართველოს ადმინისტრა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026