საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 71. თამასუქის გამცემის პასუხიმგებლობა
1. მარტივი თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია ისევე, როგორც გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტანტი.
2. მარტივი თამასუქი, რომელიც გადასახდელია წარდგენიდან განსაზღვრულ ვადაში, უნდა წარედგინოს თამასუქის გამცემს მე-19 მუხლში მითითებულ ვადაში. ამ ვადის მიმდინარეობა იწყება თამასუქზე იმ აღნიშვნის დღიდან, რომელიც ხელმოწერილია თამასუქის გამცემის მიერ. თამასუქის გამცემის უარი – მიუთითოს ეს თარიღი და ხელი მოაწეროს, დასტურდება პროტესტის აქტით 21-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თარიღი მიიჩნევა წარდგენილი ვადის მიმდინარეობის დაწყების მომენტად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური – ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1995 წლის 19 აპრილი №719-IIს
