საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 70. გადასაპირებელი თამასუქისა და მარტივი თამასუქის საერთო დებულებები
1. მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება გადასაპირებელი თამასუქის დებულებები, თუ ისინი შესაბამისობაშია მარტივი თამასუქის არსთან და შეეხება: ა) ინდოსამენტს ( მე-6 - 16 მუხლები ); ბ) გადახდის ვადას (29 - 32-ე მუხლები ); გ) გადახდას (33 - 36-ე მუხლები ); დ) სარჩელს უაქცეპტობის ან გადაუხდელობის გამო ( 37 -44-ე, 45 -47-ე მუხლები); ე) გადახდას შუამავლობის წესით ( 46- ე, 52 -56-ე მუხლები); ვ) ასლებს ( მე-60 და 61-ე მუხლები); ზ) ცვლილებებს ( 62-ე და 64-ე მუხლები); თ) ხანდაზმულობას (63-ე და 64-ე მუხლები); ი) უქმე დღეებს, ვადების გამოთვლას და საპატიო დღეებს (65 -67-ე მუხლები).
2. მარტივი თამასუქის მიმართ ასევე გამოიყენება დებულებები, რომლებიც ეხება იმ გადასაპირებელ თამასუქებს, რომლებიც გადახდილი უნდა იქნეს მესამე პირებისათვის ან გადამხდელის ადგილსამყოფელისაგან განსხვავებულ ადგილას (პირველი და 23-ე მუხლები) , პირობა პროცენტების შესახებ (მე-3 მუხლი) თამასუქის თანხის შესახებ (მე-4 მუხლი ), ხელმოწერის ნამდვილობის პირობების შესახებ (მე-5 მუხლი), იმ პირის შესახებ, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების გარეშე ან ამ უფლებამოსილების გადამეტებით (მე-6 მუხლი).
3. მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება აგრეთვე დებულებები სათამასუქო თავდებობის შესახებ ( 26-28 -ე მუხლები). რაც შეეხება 27-ე მუხლის მე-3 აბზაცში გათვალისწინებულ შემთხვევას, თუ ავალში არ არის მითითებული, ვის უდგებიან თავდებად, ითვლება, რომ თავდებად უდგებიან მარტივი თამასუქის გამცემს.
