Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათამასუქის შესახებმუხლი 1

თამასუქის შესახებ

მუხლი 1. გადასაპირებელი თამასუქის რეკვიზიტი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²23456

1.გადასაპირებელი თამასუქი უნდა შეიცავდეს: ა) სიტყვას „თამასუქი“ დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი; ბ) უპირობო დავალებას მითითებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ; გ) გადამხდელის დასახელებას; დ) გადახდის ვადას; ე) გადახდის ადგილს; ვ) იმ პირის დასახელებას, რომელსაც უნდა გადაუხადონ ან რომლის განკარგულებითაც უნდა მოხდეს გადახდა; ზ) თამასუქის შედგენის თარიღსა და ადგილს; თ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას.

1¹.მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება 100 000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე არ ვრცელდება, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს.

1².მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, თამასუქი 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცეს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2.თუ თამასუქის გამცემი რაიმე მიზეზით თვითონ ვერ აწერს ხელს თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ იგი ხელმოწერილია თამასუქის გამცემის თხოვნით.

3.დოკუმენტს, რომელსაც აკლია ამ მუხლში აღნიშნული რომელიმე რეკვიზიტი, ამავე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, არა აქვს თამასუქის ძალა.

4.თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული გადახდის ვადა, ჩაითვლება თამასუქად, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს წარდგენისთანავე.

5.განსაკუთრებული მითითების უქონლობისას გადამხდელის დასახელების გვერდით აღნიშნული ადგილი მიიჩნევა გადახდის ადგილად და იმავდროულად გადამხდელის ადგილსამყოფელად.

6.თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული შედგენის ადგილი, მიიჩნევა იმ ადგილას შედგენილად, რომელიც მითითებულია თამასუქის დასახელების გვერდით. საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №240 - ვებგვერდი, 13.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1910 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 11 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 დეკ. 2017 · №3

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თამასუქის შესახებ

  • 69იმ თამასუქის მოქმედება, რომელსაც აკლია რეკვიზიტი
  • 68თამასუქის გაფორმება
  • 70გადასაპირებელი თამასუქისა და მარტივი თამასუქის საერთო დებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 628¹ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა
  • 403პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 21სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 171¹თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა
  • 171²თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან/და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საშუალებით) სპონსორობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 268დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 8 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21171¹171²268696870628¹40318 (დ…17 (დ…8 (და…1
მნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 დეკ. 2017 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026