თამასუქის შესახებ

მუხლი 70. გადასაპირებელი თამასუქისა და მარტივი თამასუქის საერთო დებულებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება გადასაპირებელი თამასუქის დებულებები, თუ ისინი შესაბამისობაშია მარტივი თამასუქის არსთან და შეეხება: ა) ინდოსამენტს ( მე-6 - 16 მუხლები ); ბ) გადახდის ვადას (29 - 32-ე მუხლები ); გ) გადახდას (33 - 36-ე მუხლები ); დ) სარჩელს უაქცეპტობის ან გადაუხდელობის გამო ( 37 -44-ე, 45 -47-ე მუხლები); ე) გადახდას შუამავლობის წესით ( 46- ე, 52 -56-ე მუხლები); ვ) ასლებს ( მე-60 და 61-ე მუხლები); ზ) ცვლილებებს ( 62-ე და 64-ე მუხლები); თ) ხანდაზმულობას (63-ე და 64-ე მუხლები); ი) უქმე დღეებს, ვადების გამოთვლას და საპატიო დღეებს (65 -67-ე მუხლები).

2.მარტივი თამასუქის მიმართ ასევე გამოიყენება დებულებები, რომლებიც ეხება იმ გადასაპირებელ თამასუქებს, რომლებიც გადახდილი უნდა იქნეს მესამე პირებისათვის ან გადამხდელის ადგილსამყოფელისაგან განსხვავებულ ადგილას (პირველი და 23-ე მუხლები) , პირობა პროცენტების შესახებ (მე-3 მუხლი) თამასუქის თანხის შესახებ (მე-4 მუხლი ), ხელმოწერის ნამდვილობის პირობების შესახებ (მე-5 მუხლი), იმ პირის შესახებ, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების გარეშე ან ამ უფლებამოსილების გადამეტებით (მე-6 მუხლი).

3.მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება აგრეთვე დებულებები სათამასუქო თავდებობის შესახებ ( 26-28 -ე მუხლები). რაც შეეხება 27-ე მუხლის მე-3 აბზაცში გათვალისწინებულ შემთხვევას, თუ ავალში არ არის მითითებული, ვის უდგებიან თავდებად, ითვლება, რომ თავდებად უდგებიან მარტივი თამასუქის გამცემს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3247162327283364556661646770
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა