თამასუქის შესახებ

მუხლი 8. თამასუქის გადაცემა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყოველი გადასაპირებელი თამასუქი შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინაც კი, როცა მასში არ არის ჩანაწერი „განკარგულებისამებრ“.

2.თუ თამასუქის გამცემმა გადასაპირებელ თამასუქზე წააწერა „არა განკარგულებისამებრ“ ან რომელიმე სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები, მაშინ იგი შეიძლება გადაიცეს მხოლოდ ჩვეულებრივი ცესიის ფორმითა და შედეგებით.

3.ინდოსამენტი შეიძლება შესრულდეს გადამხდელის სასარგებლოდაც, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან თამასუქის აქცეპტი, ანდა თამასუქის გამცემის ან თამასუქით ვალდებული ყველა სხვა პირის სასარგებლოდ. მათ თავის მხრივ შეუძლიათ თამასუქის შემდგომი ინდოსირება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12329415115710131192392529138
მნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებჩეკის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა