ჩეკის შესახებ

მუხლი 28. ჩეკის ნიშნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 20 მარ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჩეკის შესაძლო გამოყენების შეზღუდვის მიზნით ჩეკის გამცემს ან მფლობელს უფლება აქვს ჩეკი მონიშნოს (ნიშანი დაადოს) ორი პარალელური დიაგონალური ხაზით ჩეკის წინა პირზე.

2.იმ შემთხვევაში‚ როცა ორ პარალელურ ხაზს შორის არ არის რაიმე ჩანაწერი ან სიტყვა ”ბანკი” კონკრეტული დასახელებით‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები‚ ჩეკი ითვლება უბრალო განსხვავებულ ჩეკად. თუ პარალელურ ხაზებს შორის ჩაწერილია საბანკო დაწესებულების ზუსტი დასახელება‚ ჩეკი ითვლება სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად.

3.უბრალო განსხვავებული ჩეკი შეიძლება გადაიქცეს სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად. სპეციალური განსხვავებული ჩეკი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიქცეს უბრალო განსხვავებულ ჩეკად.

4.პარალელური ხაზების ან საბანკო დაწესებულების დასახელების გადახაზვა ბათილად ითვლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2619¹62115542930865866712928
მნიშვნელობით ახლოსჩეკის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…სანოტარო მოქმედებათა შ…სააღსრულებო წარმოებათა…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა