სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 19¹. სასაქონლო ნიშნის დაყოფა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან ორზე მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად მათთვის დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა, საქპატენტი სასაქონლო ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3.სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

4.სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.

5.სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური გადახდილად და ყველა შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილად მიიჩნევა დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული სასაქონლო ნიშნისთვის.

6.სასაქონლო ნიშნის დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდება თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღები.

7.დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნები შეიძლება ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანდეს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან ორზე მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად მათთვის დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა, საქპატენტი სასაქონლო ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 4. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან. 5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური გადახდილად და ყველა შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილად მიიჩნევა დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული სასაქონლო ნიშნისთვის. 6. სასაქონლო ნიშნის დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდება თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღები. 7. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნები შეიძლება ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანდეს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 სექ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 1 სექ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
324121961581768510341371819¹
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს ადმინისტრა…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა