ჩეკის შესახებ

მუხლი 35. ჩეკის განაღდებისათვის პასუხისმგებლობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 20 მარ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჩეკით ვალდებული ყველა პირი სოლიდარულად აგებს პასუხს ჩეკის მფლობელის წინაშე. მფლობელი უფლებამოსილია წარუდგინოს სარჩელი როგორც ყველა ამ პირს‚ ასევე ერთ მათგანს‚ ან რამდენიმეს ერთდროულად‚ მიუხედავად იმ თანმიმდევრობისა‚ რომლითაც მათ ვალდებულება იკისრეს.

2.იგივე უფლებით სარგებლობა შეუძლია ჩეკის ხელმომწერ ყველა პირს‚ რომელმაც ჩეკი გაანაღდა.

3.ჩეკით ვალდებული ერთ-ერთი პირის მიმართ სარჩელი არ წარმოადგენს დაბრკოლებას სხვა პირებისაგან სახდელის გადახდევინებისათვის მაშინაც კი‚ თუ თვითონ იკისრეს ვალდებულება იმ პირის შემდეგ‚ რომელსაც სარჩელი უკვე წარედგინა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
575919026841938238658667119835
მნიშვნელობით ახლოსჩეკის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…თამასუქის შესახებსაზღვაო კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა