ჩეკის შესახებ

მუხლი 34. შემთხვევა‚ როდესაც პროტესტის გაფორმება არ არის აუცილებელი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 20 მარ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჩეკის გამცემს‚ ინდოსანტს ან თავდებ პირს‚ წააწერენ რა ჩეკზე სიტყვას „ დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” ან „ პროტესტის გარეშე”‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას და მოაწერენ მას ხელს‚ შეუძლიათ გაათავისუფლონ ჩეკის მფლობელი პროტესტის გაფორმებისაგან ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებისაგან წამოყენებულ მოთხოვნებზე მისი უფლებების დაცვით.

2.ეს ჩანაწერი არ ათავისუფლებს ჩეკის მფლობელს ჩეკის დაწესებულ ვადაში წარდგენისა და აუცილებელი შეტყობინების გაგზავნის მოვალეობისაგან. ვადების დაუცველობის მტკიცების მოვალეობა ეკისრება იმას‚ ვინც დაინტერესებულია ისარგებლოს ამ გარემოებებით ჩეკის მფლობელის მიმართ.

3.თუ შენიშვნა ჩეკის გამომწერის ჩაწერილია‚ იგი მოქმედია ყველა ხელმომწერისათვის‚ ხოლო თუ იგი შესრულებულია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ შენიშვნა სავალდებულოა მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის. თუ ჩეკის გამცემის შენიშვნის მიუხედავად‚ მფლობელი აფორმებს პროტესტს ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას‚ მასვე ეკისრება გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. თუ შენიშვნა ჩაწერილია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ პროტესტის გაფორმების ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების გაფორმების ყველა ხარჯი ეკისრება ჩეკის ყველა ხელმომწერს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
150403835393133866865684712834
მნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებჩეკის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსიხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა