საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 17. ჩეკის დაკარგვა
თუ პირმა რაიმე მიზეზის გამო დაკარგა ჩეკი‚ ახალი მფლობელი‚ იმისგან დამოუკიდებლად‚ ჩეკი წარმდგენზეა თუ ინდოსირებულია, ამტკიცებს ჩეკზე თავის უფლებას ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად და მხოლოდ მაშინ არის ვალდებული დააბრუნოს ჩეკი‚ თუ იგი შეიძინა უპატიოსნო გზით‚ ან არ იცოდა, მაგრამ შეეძლო სცოდნოდა‚ რომ წინა მფლობელს არ ჰქონდა უფლება ეს ჩეკი სხვისთვის დაეთმო.
