საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 39. დაბრკოლება ჩეკის წარდგენის ან პროტესტის გაფორმებისას
1. თუ დაუძლეველი დაბრკოლების გამო (რომელიმე სახელმწიფოს კანონი ან სტიქიური უბედურება) შეუძლებელი იყო დადგენილ ვადაში წარდგენილიყო ჩეკი ან გაფორმებულიყო პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება‚ მაშინ დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
2. ჩეკის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის ინდოსანტს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული დაბრკოლების შესახებ და აღნიშნოს იგი ჩეკში ან მის დანართში‚ მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. შემდგომი მოქმედება ხორციელდება ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3. დაუძლეველი ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ჩეკის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ჩეკი გასანაღდებლად და თუ საჭირო იქნება გააფორმოს პროტესტი ან განახორციელოს სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება.
4. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება თოთხმეტ დღეზე მეტ ხანს იმ დღიდან‚ როცა თვითონ ჩეკის მფლობელმა წარდგენის ვადის გასვლამდე აცნობა თავის ინდოსანტს ამ დაბრკოლების შესახებ‚ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს მაშინაც‚ თუ პროტესტი ან თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება არ იყო გაფორმებული.
5. დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოებები‚ რომლებიც ეხება პირადად ჩეკის მფლობელს ან იმ პირებს‚ რომლებსაც მან მიანდო ჩეკის წარდგენა ან პროტესტის განცხადება ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელება. თავი VII ჩეკის ეგზემპლარების შესახებ
