საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 22. თავდებობის გაფორმება
1. თავდებობა აღინიშნება ჩეკზე ან მის დანართზე.
2. ის გამოიხატება სიტყვებით „ მიცემულია თავდებობა”‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით. მას ხელს აწერს თავდები.
3. პირი‚ რომელიც ხელს აწერს ჩეკის წინა პირზე, ითვლება თავდებად‚ თუ ის ჩეკის გამცემი არ არის.
4. თავდებობაში ნაჩვენები უნდა იყოს ვის უდგებიან თავდებად. ასეთი აღნიშვნის უქონლობისას ითვლება‚ რომ თავდებობა მიცემული აქვს ჩეკის გამცემს.
