მუხლი 23. ვეტერანების დამსახურების აღნიშვნა
1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი“.
2. სამკერდე ნიშნის დებულებასა და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 12.12.2018წ.
