სპორტის შესახებ

მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.

2.სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.

3.სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს სამინისტრო.

4.სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 და მე-3 პუნქტებში სამინისტროს სრული დასახელება ჩანაცვლდა „სამინისტრო“-თი, ხოლო მე-3 პუნქტში „მიღწევებისათვის“ მართლწერითად გახდა „მიღწევებისთვის“.

  2. მე-2 და მე-3 პუნქტებში სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა: საპატიო წოდებების დამტკიცებისა და სახელმწიფო პრემიებზე წარდგენის უფლებამოსილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს.

  3. მე-2 და მე-3 პუნქტებში უფლებამოსილი ორგანო — საპატიო წოდებების დამტკიცება, სპორტული ჯილდოების ნუსხის განსაზღვრა და სახელმწიფო პრემიებზე წარდგენა — ახლა კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

  4. მე-2 და მე-3 პუნქტებში უფლებამოსილი ორგანო ახლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. მე-2 პუნქტში „სპორტის სფეროში“ გადატანილია წინ, ხოლო მე-3 პუნქტში დაემატა სიტყვა „შეტანილი“.

  5. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „პრემიებზე“ შეიცვალა სიტყვით „პრემიებსა“; ეს არის ჩამონათვალის გრამატიკული ფორმის ცვლილება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6111056¹23195218⁵4636426
მნიშვნელობით ახლოსსპორტის შესახებსამშენებლო საქმიანობის…ომისა და თავდაცვის ძალ…პოლიციის შესახებზოგადი განათლების შესა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა