დაზღვევის შესახებ

მუხლი 19. სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადაზღვევო საქმიანობასა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე, დამოუკიდებელი ორგანოა. სამსახურის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

3.სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 7 წევრისგან. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი.

3¹.სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

4.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.

5.(ამოღებულია - 26.12.2014, №2993). საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2993 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1640 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3061 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №424 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  3. მე-3 პუნქტში სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ჩამონათვალში სოფლის მეურნეობის მინისტრის მითითება შეიცვალა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრით; საბჭოს დანარჩენი წევრები უცვლელია.

  4. მე-4 პუნქტში სამსახურის უფროსის დანიშვნას დაემატა 5-წლიანი ვადა და სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინება; მე-5 პუნქტი კანდიდატურის წარდგენისა და საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ ამოღებულია.

  5. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია — გაუქმდა სამსახურის მიერ საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და წლიური ბალანსის შედგენის ნორმა.

  6. 19-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია: წლიური ბალანსის ფინანსთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შემოწმებისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცების ნორმა აღარ არსებობს.

  7. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა სამსახურის სამართლებრივი სტატუსი და დაფინანსების წყარო (სადაზღვევო პრემიების 1%, წლიური შენატანის ზღვრებით). ახალი მე-3–მე-6 პუნქტები არეგულირებს პრეზიდენტის კონტროლს, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებას და წლიური ბალანსის აუდიტს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3020¹201252¹⁴4852³19415511132719
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…ფასიან ქაღალდებად გარდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა